

სახელმწიფო პროგრამა, ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული ლურჯი მოცვის ან/და მაყვლის ან/და ჟოლოს ბაღების, თანადაფინანსებას კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების მოწყობისთვისთვის. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების/ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე განისაზღვრება მაცივრ(ებ)ის ღირებულების არაუმეტეს 70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 250 000 ლარით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება/ანაზღაურდება არანაკლებ 30 ტონა მოცულობის შენახვაზე გათვლილი შესანახი მაცივარი/მაცივრები

საქართველოს მთლიანი ტერიტორია

დაინტერესებული პირი უნდა იყოს სრულწლოვანი;
პროგრამის მონაწილე უნდა ფლობდეს არანაკლებ 0.5 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რომელიც რეგისტრირებულია "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში", ერთი საკადასტრო კოდით მის სახელზე ან მიღებული უნდა ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გრძელვადიანი იჯარით


მიმდინარე
შენიშვნა : პროგრამაში განაცხადების მიღება 2023 წლის 10 ოქტომბერს 12:00 საათზე დაიწყო და გაგრძელდება ბიუჯეტის ამოწურვამდე

