კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.
პროგრამა მოიცავს თანადაფინანსების კომპონენტს, რომელიც ითვალისწინებს ბენეფიციარის მიერ ფასიანი ქაღალდების ემისიასთან დაკავშირებული შემდეგი ორი სახის ხარჯის თანადაფინანსებას:
1. ბენეფიციარის მიერ სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯი.
2. ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასური (საკომისიო).
სარეიტინგო კომპანიისთვის გადახდილი/გადასახდელი საკრედიტო რეინტინგის მოპოვებასთან დაკავშირებული ხარჯის თანადაფინანსება - მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 100 000 ლარს. თანადაფინანსების დაანგარიშებისას გაითვალისწინება ბენეფიციარის წინა სამეურნეო წლის განმავლობაში აკუმულირებული ჯამური შემოსავალი
საბროკერო კომპანიისათვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიო) თანადაფინანსება - მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს. თანადაფინანსების დაანგარიშებისას გაითვალისწინება ბენეფიციარის წინა სამეურნეო წლის განმავლობაში აკუმულირებული ჯამური შემოსავალი
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მხოლოდ საჯარო შეთავაზების გზით სასესხო ფასიანი ქაღალდების განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება;
ფასიანი ქაღალდების განთავსება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ (ლარი), ასევე უცხოურ (აშშ დოლარი/ევრო/ფუნტი სტერლინგი) ვალუტებში;
არ განხორციელდება ბენეფიციარის პროგრამაში ჩართვამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი წინასწარი პროსპექტის ფარგლებში განთავსებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება;
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს.
მიმაგრებულ ფაილში იხილეთ აკრძალული საქმიანობებისა და ემისიის მიზნობრიობების ჩამონათვალი
პროგრამა ხორციელდება ყველა რეგიონში მათ შორის თბილისში
პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა შეუძლია - მეწარმე სუბიექტს, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს.
დამატებითი კრიტერიუმების სანახავად იხილეთ სახელმწიფო პროგრამის დადგენილება (მიმაგრებული ფაილი)
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ უნდა წარუდგინოს განაცხადის ფორმა (მიმაგრებული ფაილი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე cms@enterprise.gov.ge.
მიმდინარე