პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში:
საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
პროგრამის ფარგლებში გრანტის მიმღებზე ხელშეკრულების დადების შემდეგ ავანსის სახით გაიცემა პროექტის ბიუჯეტის 90 %, დარჩენილი 10 % გრანტის მიმღებმა საკუთარი სახსრებით უნდა გახარჯოს პროექტის ვადის დასრულებამდე. აღნიშნული 10% გრანტის მიმღებს აუნაზღაურდება წარმოდგენილი ფინანსური და პროგრამული ანგარიშების შ ემოწმების შემდგომ, მხოლოდ დადებითი დასკვნის შემთხვევაში.
პროგრამის ფარგლებში დაფონანსების მოცულობა განისაზღვრება 25 000 ლარამდე.
საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთი და იმავე განმცხადებელი უფლებამოსილია დაფინანსება მიიღოს მხოლოდ ერთი პროექტისათვის არაუმეტს 25 000 ლარის ოდენობით.
ინოვაციურ მოწყობილობასა ან/და პროგრამებზე მომუშავე ფიზიკური პირი ან მეწარმე სუბიექტი, რეგისტრირებული შესაბამის რეგიონში, ან აპირებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას შესაბამის რეგიონში;
საქართველოს რეგიონები : კახეთი, ქვემო ქართლი
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა : 30 ოქტომბერი 2024 (23:59)