
პროგრამის მიზანია ქართული კომპანიებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნა იმისათვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ პროდუქციაზე ცნობადობის გაზრდა, ახალი უცხოელი პარტნიორების მოძიება და გაყიდვების გეოგრაფიული არეალის გაზრდა.

პროგრამის ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ თავად შეარჩიონ სასურველი გამოფენა, დააორგანიზონ საკუთარი კომპანიის მონაწილეობა ამა თუ იმ გამოფენაზე და ზემოაღნიშნული ღონისძიების შედეგად წარმოშობილი ხარჯებს გრანტის სააგენტოს მხრიდან მიიღონ ხარჯების ანაზღაურება 90%-მდე. პროგრამის ფარგლებში კომპანიებს ასევე ეძლევათ შესაძლებლობა ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა მათთვის სასურველ საერთაშორისო გამოფენაში.მთელი წლის განმავლობაში
პრიორიტეტულ ღონისძიებათა ჩამონათვალი/სია განისაზღვრება გერმანიის საერთაშორისო გამოფენათა ასოციაციის ოფიციალური გვერდიდან, https://www.auma.de
თანადაფინანსების სქემა:
პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან ანაზღაურდება:
ამასთან, სივრცე და მასზე აშენებული სტენდი ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 20 კვ.მ (იგულისხმება თანადაფინანსების თანხის გავრცელების მასშტაბი).

,,საექსპორტო პოტენციალის მქონე პრიორიტეტული სექტორების/პროდუქტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე,, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2022 წლის 30 მაისის N ს-56 ბრძანებით დამტკიცებული ნუსხა, გარდა ბიზნეს საკონსულტაციო, ავეჯის, არქიტექტურის, ძვირფასეულობისა და სამკაულების სექტორისა;



