ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსი

image
პროგრამის მიზანი:

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ჩატარება მიზნად ისახავს: ექსპორტის მენეჯერთა კვალიფიკაციის ამაღლებას/გადამზადებას, ექსპორტიორი ან ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიებისთვის ექსპორტის მენეჯერების მომზადებას, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდას და წარმოების განვითარებას.

image
პროგრამის მოკლე აღწერა:

აღნიშნული პროგრამა საშუალებას აძლევს ექსპორტის მენეჯერებს აიმაღლონ ცოდნა და განავითარონ საჭირო უნარ-ჩვევები აღნიშნული მიმართულებით.  სასერტიფიკატო კურსი ხორციელდება ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან პარტნიორობით და  მოიცავს 14 მოდულს. კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა პროგრამის წარმატებით გავლის სერტიფიკატი.

კურსის ჩატარება იგეგმება ქალაქ თბილისში, აპრილი-ივნისის პერიოდში.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის განხორციელების შემთხვევაში, მსმენელის თანამონაწილეობა ერთ კვალიფიციურ აპლიკანტზე შეადგენს 250 ლარს.

არასაკმარისი მომართვიანობის შემთხვევაში, კურსი არ შედგება.

image
პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობები:

  • კატეგორიები:
    • საკვები და სასმელი
      • ცოცხალი ხილი და ბოსტნეული
      • თხილი და თხილის პროდუქტები
      • გადამუშავებული ხილი და ბოსტნეული
      • ხილის და ბოსტნეულის წვენები
      • მინერალური და მტკნარი წყლები
      • ლიმონათი
      • ჩაი
      • ღვინო
      • ალკოჰოლური სასმელები გარდა ღვინისა
      • ყველი
      • ცოცხალი ცხოველები
      • ხორცპროდუქტები
      • საკონდიტრო ნაწარმი
      • ზღვის პროდუქტები
      • თაფლი
      • სუნელები, სანელებლები, სამკურნალო მცენარეები
      • მარცვლეული
      • ზეთი
      • ენერგეტიკული სასმელები
      • ყავა
      • რძის პროდუქტები გარდა ყველისა
      • კაკალი
      • ნუში
    • საფეიქრო ინდუსტრია
      • ჩანთები
      • ტანსაცმელი
      • ფეხსაცმელი
      • აქსესუარები
      • ტყავი და ტყავის პროდუქტები
      • ძვირფასეულობა და სამკაულები
    • ფარმაცევტიკული საშუალებები
      • ფარმაცევტული პროდუქტები
      • საკვები დანამატები
    • სხვა ინდუსტრიები
      • სათამაშოები
      • ცხოველისა და ფრინველის საკვები დანამატები
      • შესაფუთი მასალები
      • ავეჯი
      • ელექტრონული მოწყობილობები
      • სამშენებლო მასალები

image
პროგრამის განხორციელების ვადები:

რეგისტრაციის  პერიოდი:

დაწყება: 05 თებერვალი 2026 14:00:00
დასრულება:  27 თებერვალი 2026 23:55:00

 

 

image
მიმაგრებული ფაილები:
image
პროგრამაში ჩართვის/აპლიკაციის პროცესი:
1